|
2024-07-17 12:53:09, 371 ნახვა
საზოგადოება
აჯამეთის აღკვეთილში, იმერული მუხის აღდგენის პროექტის მიმდინარეობას ბესიკ კუსიდი გაეცნო
აჯამეთის აღკვეთილში იმერული მუხის აღდგენის პროექტის მიმდინარეობას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელი ბესიკ კუსიდი ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პროექტი, რომელიც კომპანია ბი პი -ს ფინანსური მხარდაჭერით, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანას“ მიერ ხორციელდება, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობის - იმერული მუხის აღდგენას, დაცვას და შენარჩუნებას ისახავს მიზნად. „პროექტი ორი ფაზისგან შედგება: პირველ ფაზაში 1,4 ჰექტარზე დაირგო 5 000-მდე იმერული მუხის ნერგი, შემოიღობა ტერიტორია, მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა და დამონტაჟდა 20 ტონიანი წყლის რეზერვუარი, ხოლო მეორე ფაზაში დაირგო 6 334 იმერული და ქართული მუხის ნერგი და დამონტაჟდა 200 ტონიანი სარწყავი წყლის რეზერვუარი. ჯამურად, პროექტის ფარგლებში, აჯამეთის აღკვეთილში, 7,4 ჰა ტერიტორიაზე დაირგვება 25 000 ძირი იმერული და ქართული მუხის ნერგი და მოეწყობა მცირე ზომის სანერგე. პროექტის ღირებულება 1 675 588 ლარს შეადგენს და ის 3 წლის განმავლობაში განხორციელდება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიპი საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ორგანიზაციებს შორის გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ემსახურება დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებას. აღსანიშნავია უნიკალური სახეობების აღდგენის მიმართულებით ბი პი-ის მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის აღდგენის შესაძლებლობის კვლევა მიმდინარეობს. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)