04:36 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-17 11:50:08, 340 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის დეკემბერში, ხოლო მეორე ეტაპი, 2025 წლის ივნისში დასრულდება.

„გლდანის VIII მიკრორაიონში, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სადემონტაჟო სამუშაოები განხორციელდა. დაგეგმილია  გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების, საფეხმავლო ბილიკების, საბავშვო და სპორტული მოედნების მოწყობა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. სამუშაოების ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია მსგავს პროექტებს დედაქალაქის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.

„ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა მნიშვნელოვანია. ბოლო წლების განმავლობაში სკვერები არამხოლოდ გლდანში, არამედ ყველა რაიონში მოვაწყვეთ, ნაწილს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. დავიბრუნეთ გასხვისებული პარკები, რაც განწირული იყო, რომ მათ ადგილას კორპუსები აშენებულიყო. არაფერი უხდება ჩვენს ქალაქს ისე, როგორც გამწვანება. ეს  დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics