|
2024-07-15 15:48:03, 915 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოქმედების შეჩერებისა და საბოლოო გაუქმებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მსხილაძემ განაცხადა, აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია, რადგან ის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება. "საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია, ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. სარჩელით ასევე გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას",- განაცხადა მსხილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)