|
2024-07-12 16:03:01, 670 ნახვა
საზოგადოება
როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საზოგადოებას მოუწოდებს, უცხო ნომრებიდან განხორციელებულ ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებებთან მიმართებით განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოს. სამსახურის ცნობით, აღნიშნულ შეტყობინებებსა და ზარებზე რეაგირება პერსონალური მონაცემებისთვის, შესაძლოა, საფრთხისშემცველი აღმოჩნდეს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, კიბერთაღლთობისგან თავის დასაცავად, რეკომენდაციებს ავრცელებს. "1. შემომავალ ზარებთან მიმართებით: - დააკვირდით შემომავალ ზარს და იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხორციელდება არასტანდარტული ინდექსის ან სტანდარტულისგან განსხვავებული ციფრთა კომბინაციით, არ უპასუხოთ მას და დაბლოკეთ ნომერი; - თუ დაგხვდათ გამოტოვებული ზარი და ის შეიცავს მსგავს (არასტანდარტულ) მახასიათებლებს, არ დაუკავშირდეთ აღნიშნულ ნომერს; - თუ არ გაქვთ კომუნიკაცია სხვა ქვეყანაში მყოფ პირთან, არ უპასუხოთ საქართველოს შიდა ინდექსისგან (+995) განსხვავებულ შემომავალ ზარს; - იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ უპასუხოთ შემომავალ ზარს, არ გაუზიაროთ თქვენთან, ოჯახის წევრებთან ან ნაცნობებთან დაკავშირებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. 2. შეტყობინებებთან დაკავშირებით: - დაკვირვებით გაეცანით შეტყობინების შინაარსს, რომელიც შესაძლოა მიიღოთ, როგორც მოკლეტექსტური სახით (SMS), აგრეთვე სხვადასხვა აპლიკაციით (Messenger, WhatsApp, Viber, Telegram, Signal). როგორც წესი, მსგავსი ტიპის შეტყობინებები გრამატიკულად გაუმართავია, რაც მათი იდენტიფიცირების მარტივ შესაძლებლობას იძლევა; - არ განახორციელოთ ამ შეტყობინებებზე უკუკავშირი არც ზარის და არც საპასუხო ტექსტის მეშვეობით; - არ გადახვიდეთ შეტყობინებებზე მითითებულ ბმულებზე. გაითვალისწინეთ, რომ მათი ნაწილი შეიძლება არსებული ვებგვერდების მისამართის მიმსგავსებულ ანალოგიას, ხოლო ნაწილი ასოთა ან სიტყვათა უშინაარსო წყობას წარმოადგენდეს. - განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ისეთი შინაარსის შეტყობინებებთან მიმართებით, რომელიც დაკავშირებულია რამე სახის გათამაშებასთან, კონკურსთან და საფოსტო გზავნილის მიღებასთან. ტელეფონებსა და კომპიუტერებში არსებულ აპლიკაციებსა და ანგარიშებზე დააყენეთ ძლიერი პაროლი, ისარგებლეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის მეთოდით (2FA) და სისტემატიურად განაახლეთ აღნიშნული. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეძლებისდაგვარად გაუზიარეთ თქვენი ოჯახის წევრებს, მათი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 2421000 ან მოგვწეროთ სოციალურ ქსელებში“,- ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)