|
2024-07-12 11:21:24, 536 ნახვა
საზოგადოება
ადიგენის მუნიციპალიტეტში საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები მოეწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში, პროექტის - „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა II“ ფარგლებში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი (CMSR). სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით, სოფელ მოხეში მდებარე ჩანჩქერების კასკადს ახალი საფეხმავლო ბილიკიც დაემატა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ორი სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის და ერთი საზაფხულო ბანაკის მოწყობა. პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის და ზავიტა კონსალტინგის კონსორციუმის მიერ ხორციელდება. „სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ადიგენის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ტყის მრავალმიზნობრივი გამოყენება სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოსახლეობის საშეშე რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებისთვის, მიმდინარე წელს დაგეგმილია სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციაც“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ. უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზნები ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის გაძლიერებაა. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 1,099,940 ევროს შეადგენს, სადაც ეროვნული სატყეო სააგენტოს კონტრიბუცია 551,500 ევროა, ხოლო 548,440 ევრო საგრანტო თანხა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)