|
2024-07-12 11:22:06, 606 ნახვა
საზოგადოება
Europcar-ის და Goldcar-ის ოფისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნა
ქუთაისის აეროპორტის სტუმრები Europcar-ისა და Goldcar-ის მომსახურებით ისარგებლებენ. ესპანური ავტოგაქირავების საერთაშორისო ბრენდი Goldcar საქართველოში Europcar Georgia-მ შემოიყვანა. Goldcar გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, ავტომობილების ფართო არჩევანითა და მომსახურების მაღალი ხარისხით. Europcar Georgia „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც უკვე ორი საერთაშორისო ბრენდის Europcar-სა და GoldCar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. ოფისების გახსნას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიისა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ. სანდრო საყვარელიძე, „ევროპქარის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ Europcar-ისა და Goldcar-ის სერვისებით სარგებლობა უკვე ქუთაისის აეროპორტშია შესაძლებელი. Goldcar-ით გვსურს, ავტოგაქირავების სერვისი ყველა ტიპის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. თუ Europcar გათვლილია პრემიუმ სეგმენტზე, ამასთან მოიცავს გრძელვადიანი, ერთიდან ხუთ წლამდე ვადით გაქირავების სერვისს, Goldcar ოპერირებს ბიუჯეტურ სეგმენტში და ორიენტირებულია მხოლოდ მოკლევადიან, მაქსიმუმ, ერთთვიან გაქირავებაზე. ბრენდი საუკეთესოდ პასუხობს მოგზაურთა საჭიროებებს. საწყის ეტაპზე Goldcar ოპერირებას 42 ავტომობილით დაიწყებს და ის თავდაპირველად დიდ ქალაქებში იქნება ხელმისაწვდომი. გვიხარია, რომ რეგიონში კიდევ ერთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლები გავხდით, ბრენდის, რომელიც გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, ავტომობილების ფართო არჩევანითა და მომსახურების მაღალი ხარისხით“. ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი: „ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ. ხელი შევუწყოთ როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას, ისე ქართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას. მანქანის გაქირავების კუთხით კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ჩვენს აეროპორტში ხაზს უსვამს, რომ ინტერესი ქუთაისის აეროპორტის მიმართ ბიზნესის მხრიდან მაღალია, გარემო კი - საკმაოდ კონკურენტუნარიანი“.
Goldcar-ის ავტოპარკი დაკომპლექტებულია სედანის ტიპისა და მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის უახლესი ავტომობილებით. სერვისი მოიცავს როგორც მექანიკური, ისე ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანების გაქირავებას. ძირითადი აქცენტი ბიუჯეტური კლასის მოდელებზე კეთდება, A, B, C კატეგორიის ავტომობილებზე, თუმცა ავტოპარკში წარმოდგენილი იქნება ასევე ქროსოვერები და მაღალი გამავლობის ავტომობილები. Goldcar 1985 წელს დაარსდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში. 2017 წლიდან GoldCar Europcar Mobility Group-ის წევრია. კავკასიის რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც „გოლდქარი“ იქნება წარმოდგენილი. Goldcar-ის სერვისით სარგებლობისას მომხმარებელს შეუძლია, ავტომობილი ერთიდან 29 დღემდე ვადით იქირაოს. ავტომობილის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე - ადგილზე.
ქუთაისის აეროპორტში სერვისით სარგებლობა ჩამოფრენის დარბაზში იქნება შესაძლებელი, სადაც Europcar-ის ოფისია განთავსებული. ავტომობილების დაჯავშნას მგზავრები შეძლებენ როგორც ადგილზე, ისე - კომპანიის ვებგვერდიდან.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)