06:43 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 16:19:19, 545 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული გზამკვლევი "თევზეული ქართულ სამზარეულოში" დაიბეჭდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, წიგნი, რომელშიც 80-მდე ადგილობრივი, ქართული თევზის რეცეპტია თავმოყრილი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კულინარიული ტურიზმის პოულარიზაციისა და განვითარების მიზნით მოამზადა.

“წიგნში შავ ზღვასა და აჭარის შიდა წყლებში არსებული თევზეულობისგან მომზადებული ცივი კერძები, წვნიანი კერძები, შემწვარი და ლაზურად მომზადებული თევზის კერძებია შესული.

 მათ შორისაა თევზი ნიგვზითა და თხილის საწებლით, სხვადასხვა სოუსებით,  თევზის ღვეზელი, ქაფშია (ხამსას) კერძები, თევზის მჭადები და შავ ზღვაში არსებული ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძები.

გარდა რეცეპტებისა გზამკვლევში საუბარია თევზისა და ზღვის პროდუქტების მომზადების წესებზე, თევზის ზოგად კვებით და გასტრონომიულ ღირებულებაზე, მეთევზეობის ისტორიასა და კულტურაზე საქართველოში.

გასტრონომიული ტურიზმის დაინტერესებულ პირებს, გიდებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს უფასოდ გადაეცემათ.

ეს რიგით მეორე კულინარიული გზამკვლევია „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ წიგნის  შემდეგ, რაც სააგენტომ გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიზნით აჭარაში მოამზადა“,- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics