|
2024-07-10 16:31:19, 561 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით ლაგოდეხში ბლუზ ფესტივალი გაიმართება
"თიბისის" მხარდაჭერით, 2024 წლის ბლუზ ფესტივალი, ლაგოდეხში მდებარე ბლუზ ვილიჯში, კონცერტების რიგით მერვე სერიას 20 ივლისიდან დაიწყებს. ბლუზის საღამოები ტრადიციულად არაორდინალური, ნამდვილი ბლუზისთვის დამახასითებელი რითმით და ტემპით გაჯერებული იქნება. ფესტივალს, ამერიკელი, 2022 წლის კოკო ტეილორს სახელობის ჯილდოს მფლობელი და 2023 წლის ჩიკაგოს ბლუზფესტივალის ჰედლაინერი დემეტრია ტეილორი გახსნის, რომლის შექმნილ საოცარ მუხტს, სერ ვალდო ვეზერსისი, პირველი ფერადკანიანი ქანთრი საქსოფონისტი და ადრიან ბაირონ ბერნსი, ევროპაში ბლუზის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემსრულებელი, გაავრცობენ და მსმენელს ბლუზის კიდევ უფრო თავისუფალ სამყაროში გადაიყვანენ. 10 აგვისტოს ფესტივალს განუმეორებელი ბიგ დედი ვილსონი და მისი ბენდი დახურავს, რომელიც მსმენელს ბლუზის ფესვებიდან კლასიკურ სოულამდე, ფოლკიდან თანამედროვე რითმებამდე ამოგზაურებს. 2024 წლის, რიგით მერვე ფესტივალი 20 ივლისს გაიხსნება და 10 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს ასობით მელომანს უმასპინძლებს, რათა კიდევ ერთხელ შეახსენოს გემოვნებიანი, თავისუფალი და მრაველფეროვანი მუსიკის საკმაოდ იშვიათი სახეობის არსებობა. ფესტივალის გენერალური სპონსორები არიან აშშ-სა და გერმანიის საელჩოები საქართველოში და კოკა კოლა; სპონსორები: ლიონიძის ზვარი და პრემიუმ კრაფტ ლუდი „ტაატი“. მეგობარი კომპანიები: იტარ დიჯიტალი და კაპაროლი.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)