07:43 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 14:13:51, 550 ნახვა

საზოგადოება
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო.

"ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, 9 ივლისს ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა.

ღონისძიებაზე, ტრადიციულად, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. 

ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე, ექსპერტების რჩეული კომპანია ნომინაციაში – ეფექტიანი მართვის სტილი, სტაბილურობისა და უმაღლესი ხარისხის გარანტი, ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის კომპნანია PSP და ვაჟა ოქრიაშვილი დაჯილდოვდა.

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ტრადიციულად, საკონკურსო ჯილდოების პარალელურად, ყოველწლიურად წესდება სპეციალური გარდამავალი ჯილდოები. 

მწვანე ეკონომიკის ლიდერი – კომპანია PSP - ვაჟა ოქრიაშვილი; ჟურნალისტების რჩეული და მედიის რჩეული ბიზნესი PSP გახდა. ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად ტელეკომპნია BMG დაასახელა.

სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილ ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, “ზარაფხანას” მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, სამკერდე “ოქროს ლომებით” დაჯილდოვდნენ.

“PSP - 30 წლიანი გამოცდილების და ისტორიის ქართული ბრენდი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ქართული ფარმაცევტული ბაზრის განვითარებაში და ფარმაცევტული დარგის სპეციალისტების პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში. სტაბილურად უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვისთვის აუცილებელი გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების და თავის მოვლის პროდუქტების უწყვეტ მიწოდებას. წლებია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის "ოჯახის აფთიაქად“ იქცა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გარდამავალი ჯილდოები, რომელთა შერჩევაშიც დამსწრე ბიზნესკომპანიები და მედიის წარმომადგენლები ღონისძიების მსვლელობის დროს ირჩევენ, უკვე მეორედ, მედიის რჩეულ ბრენდად PSP დასახელდა. თითოეული აღიარება დაჯილდო კომპანიის 5000 თანამშრომლის ყოველდღიური შრომის შედეგი და დამატებითი მოტივაციაა, წარმატებით გავაგრძელოთ მომხმარებელზე ზრუნვის 30 წლიანი ისტორია“,- აცხადებენ PSP-ში. 

PSP-ს პროფესიონალთა გუნდი მუდამ გთავაზობთ მომხმარებლის ინეტრესისა და საჭიროებისამებრ კვალიფიციური კონსულტაციას. სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ https://psp.ge/ და თვალი ადევნეთ პსპ აფთიაქის ფეისბუქ გვერდს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics