18:53 - 22 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 09:20:31, 434 ნახვა

პოლიტიკა
მილერი - როდესაც საქმე ეხება ურთიერთობას საქართველოსთან, დემოკრატიულ უკანდახევას შედეგები მოჰყვება

ევროკავშირშიც და ჩვენც ნათლად განვაცხადეთ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, დემოკრატიულ უკანდახევას შედეგები მოჰყვება,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების გაყინვას.

როგორც მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეერთებულ შტატებში საქართველოსთან ურთიერთობის "გადახედვა გრძელდება". 

„ცხადია, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება და ისინი უფრო სწორად გააკეთებენ ამაზე კომენტარს, თუმცა, ვიცი, რომ მათ ნათლად განაცხადეს და ჩვენც განვაცხადეთ, როდესაც საქმე ეხება საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობას, დემოკრატიულ უკანდახევას მოჰყვება შედეგები“,- განაცხადა მილერმა. 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა - "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. პენტაგონმა 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ აღნიშნული განპირობებულია "საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოში გადატრიალება ან მეორე ფრონტის გახსნა სურს".

გუშინ, 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. მისივე თქმით, EU-ის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 35 მილიარდამდე ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა
200 მოსწავლე, 30 სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ და კომაროვის STEM სკოლაში მეოთხე ნაკადზე სწავლა დაიწყო
პრემიერი - ღარიბაშვილმა კონკრეტული ადამიანისგან პირადად მიიღო გზავნილი - მოგვიწია წნეხის გაძლება, რომ ქვეყანა ომისგან გადაგვერჩინა
ისანში მკვლელობა მოხდა - პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics