18:34 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-08 12:20:39, 538 ნახვა

პოლიტიკა
გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი გიორგი მარგველაშვილი იქნება - ექსპრეზიდენტი ინფორმაციას უარყოფს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყოს. 

ამავე ცნობებით, აღნიშნული შეთავაზება მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან პირადად მიიღო. 

მედიის ინფორმაციით, პარტია, ახალი კონფიგურაციის პირობებში, სახელწოდებას შეიცვლის და მას დიდი ალბათობით, "ერთიანობა" დაერქმევა. 

ცნობისთვის, დღეს, 8 ივლისს 20:00 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობას გამართავს. 

შესწორება: აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია "ფორმულასთან" სატელეფონო საუბრისას უარყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics