|
2024-07-05 17:43:24, 413 ნახვა
საზოგადოება
ქაცარავა სასამართლოზე - ეს საქმე თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციაა - მიზანია ჩემზე მოახდინოს ზეწოლა, დამაშინოს და მაიძულოს ბრძოლაზე უარი ვთქვა
ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას სასამართლო პროცესი დასრულდა. ქაცარავას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლს - პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. თავად ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი სასამართლო პროცესს აფასებს, როგორც "ფაბრიკაციას" და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის მიზანი მასზე ზეწოლა და დაშინებაა. "დასრულდა დღევანდელი სასამართლო, სადაც მასამართლებენ 2 მუხლით, 166/1 და 173/1, პოლიციის დაუმორჩილებლობა, წინააღმდეგობის გაწევა, ხულიგნობა. როგორც ვვარაუდობდი და ეს ვარაუდი არაერთხელ გავაჟღერე კიდეც, მოწმეებად მოიყვანეს 2 პოლიციელი, რომლებსაც როგორც აღმოჩნდა და როგორც ვივარაუდე, სამხრე კამერები არ ჰქონდათ ჩართული და შესაბამისად, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდათ. 2-ვე პოლიციელის ჩვენება ერთმანეთს აცდენილი იყო და ურთიერთგამომრიცხავი. ეს საქმე თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციაა, რომლის მიზანია ჩემზე მოახდინოს ზეწოლა, დამაშინოს და მაიძულოს უარი ვთქვა ბრძოლაზე. მალე მოვა ის დღე, როდესაც ყველა კანონ დამრღვევს მოგიწევთ კანონის წინაშე, კანონის სრული სიმკაცრით პასუხისგება. დრონი მეფობენ, დრონი", - წერს ქაცარავა "ფეისბუქზე".
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)