|
2024-07-05 13:59:36, 425 ნახვა
საზოგადოება
„112“ -ის სასწავლო ცენტრის მიერ სერვის პლუსის მიმართულებით UAG-ის 100 თანამშრომელი გადამზადდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) თანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის “112”-ის სასწავლო ცენტრის მიერ ეფექტური კომუნიკაციების მომსახურების სფეროში ტრენინგების ციკლი ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. გაერთიანების ცნობით, 4-კვირიანი სწავლება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ასევე მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტების იმ თანამშრომლებს ჩაუტარდათ, რომლებიც მგზავრთა მომსახურების მიმართულებით მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, “112“-ის სასწავლო ცენტრის ტრენერების მიერ, საწყის ეტაპზე, აეროპორტების გაერთიანების 100 თანამშრომელი გადამზადდა. ტრენინგის დასასრულს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორმა, ლევან ცხადაძემ და “112”-ის დირექტორის მოადგილემ, მერი ჩიქობავამ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. "დასრულდა აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლების ტრენინგები, რომლებიც მიმართული იყო მომხმარებელთან ურთიერთობის ხარისხის ამაღლებაზე. აღნიშნული ტრენინგები გაიარეს ჩვენი კომპანიის 100-მდე თანამშრომელმა როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ისე მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების ე.წ. front desk-ის პერსონალმა. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ მსგავსი სახის ტრენინგები, რომელთა პერიოდულად ჩატარებაც იგეგმება, თითოეული მათგანის კვალიფიკაციის ამაღლებას და ჩვენ მიერ მიწოდებული მომსახურების გაუმჯობესებას“,- განაცხადა ლევან ცხადაძემ. სწავლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. სასწავლო ტრენინგები სერვის პლუსსა და ეფექტურ კომუნიკაციაში ქუთაისის, მესტიის ამბროლაურის და სამომავლოდ, თელავის აეროპორტის თანამშრომლებს პერიოდულად ჩაუტარდებათ. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება იგეგმება.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)