13:49 - 16 Jul, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-03 20:24:10, 517 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ამოქმედება ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის“ - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 3 ივლისს დეკლარაცია მიიღო, სადაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონია გაკრიტიკებული.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის“.

ამასთან, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეაჩეროს სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებზე და კანონიერ პროტესტანტებზე თავდასხმები.

"[დეკლარაცია] სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს კრემლის მიერ მხარდაჭერილი და კოორდინირებული ძალისხმევის გამო, რომელიც საქართველოს მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედებით. მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული სტილის კანონის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, როგორიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებსა და ლეგიტიმურ დემონსტრანტებზე თავდასხმები, რომლებსაც გაფართოებული რუსული ჰიბრიდული ოპერაციის ყველა მახასიათებლები აქვთ და ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაახლოებას შეეცადონ.

[დეკლარაცია] იმეორებს მოწოდებას, ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან/სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში - იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შედეგად. ასევე, ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების ცვლილებასა და წაშლას, რაც რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია“, - ნათქვამია დეკლარაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკი“ ქალი მეწარმეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე ვორკშოპს გამართავს
პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია
კასპის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სასოფლო გზების მოწყობა მიმდინარეობს
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics