19:56 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-03 17:24:26, 427 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, რომელსაც „ოცნების“ წევრებმა მხარი არ დაუჭირეს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, რომელსაც "ქართული ოცნების" წევრებმა მხარი არ დაუჭირეს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, დეკლარაციაში საუბარია დეოკუპაციაზე, "რუსულ კანონსა" და ხელისუფლების "ანტიდემოკრატიულ, ანტიევროპულ ნაბიჯებზე".

"დეზინფორმაციის და პროპაგანდისტული არხების გამოყენებით, ივანიშვილის პარტიის წევრები აგრძელებენ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ მოქმედებებს, მათ შორის აქ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. რეალობა არის შემდეგი, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთის მხრივ, საუბარია დეოკუპაციაზე, მაგრამ ასევე საუბარია რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს. სწორედ ამ ჩანაწერის გამო, არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას",- აცხადებს ბოკუჩავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics