14:46 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-03 09:30:17, 479 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2024 დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

საგამოცდო პროცესი, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2024 წელს საგამოცდო ცენტრები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში ფუნქციონირებს, გამოცდები კი ორ სესიად ტარდება.

ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის - 47 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტირებული.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

იხილეთ დეტალური განრიგი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
18 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ალასკაში სენატის არჩევნები დემოკრატმა მოიგო
ფარულავა - პაპაშვილი, ჩვენს თანამოქალაქეებს პირდაპირ უცხადებს, რომ სამუშაო ძალას შემოიყვანენ ინდოეთიდან, შემოიყვანენ შუა აზიიდან - ანუ, ქართველებს შუა აზიელებით ჩაანაცვლებენ
გვარამია - თუ ვინმე ნაბიჯს დგამს კონსტიტუციური წყობილების დასამხობად და არის გასაუქმებელი, ეს არის ოცნება
კვლევა: თბილისში ყველაზე იაფ უბანშიც კი ბინის იპოთეკა ოჯახების 5%-ისთვის არის ხელმისაწვდომი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics