|
2024-07-02 11:03:30, 357 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინო არის უნიკალური მემკვიდრეობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის - ჩინელი ღვინის პროფესიონალი დორიან ტანგი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media’’ ორგანიზებით, საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების 14 კაციანი ჯგუფი სტუმრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ტურის ფარგლებში, ჯგუფის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში სომელიეები და იმპორტიორები შედიოდნენ, ქართლსა და კახეთში ღვინის საწარმოები დაათვალიერეს, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო. თბილისში სტუმრებისთვის სპეციალური დეგუსტაცია (Walkaround Tasting) გაიმართა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიის ღვინოების იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიის, თანამედროვე ინდუსტრიის, ქართული ვაზისა და ღვინის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. „ვფიქრობ, რომ ქართულ ღვინოს აქვს დიდი მომავალი და პოტენციალი. ქართული ღვინო უნიკალურია, იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ღვინის დაყენებისა და წარმოების განსაკუთრებული ტრადიცია, როგორიც არის ქვევრის ქარვისფერი ღვინის დაყენების განსხვავებული მეთოდი. ეს არის უნიკალური მემკვიდრეობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის“, - აღნიშნა ჯგუფის წევრმა, დორიან ტანგმა. დორიან ტანგი ერთ-ერთია „Meiburg Wine Media”-ის მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში მომზადებული ხუთ ღვინის პროფესიონალს შორის, რომლებიც, 2022 წლიდან, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, აზიის ქვეყნებში სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ატარებენ. "აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგულ კომპანიასთან „Meiburg Wine Media“ და ღვინის მაგისტრ ქესიდი დარტთან თანამშრომლობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ოკუპირებული სევასტოპოლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
უკრაინამ ბაშკორტოსტანში მდებარე „გაზპრომის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეუტია
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)