|
2024-06-29 14:41:17, 349 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის შემფასებელთა მისია პოზიტიურად აფასებს საქართველოს აგრარულ სექტორში მიღწეულ პროგრესს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის შემფასებელთა მისიასთან შეხვედრა გამართა. ევროკავშირის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეოთხე ფაზის 2023 წლისთვის აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი განახორციელეს, რომელიც სურსათის უვნებლობის და სოფლის განვითარების კომპონენტებს მოიცავს. შემფასებელთა მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების დინამიკა და პოზიტიურ ჭრილში მიმოიხილა საქართველოს აგრარულ სექტორში მიღწეული პროგრესი და შედეგები. ევროკავშირის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების კუთხით ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციებიც გაუზიარეს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის შემფასებელთა მისიას პოზიტიური შეფასებისთვის და მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების კუთხით. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის შემფასებელთა მისიამ შეხვედრები სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს და საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლებთან გამართა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) საქართველოში 2013 წლიდან მიმდინარეობს. ENPARD ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, სიღარიბის დონის შემცირება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, ასევე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხის და კონკურენტუნარიანობის გაზრდა და მისი ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობაა.
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტიდან 6 ბავშვია, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)