|
2024-06-25 12:26:27, 341 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამეცნიერო ექსპედიციები გაიმართა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, ტრადიციული ჯიშების შეგროვების მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამეცნიერო ექსპედიცია გამართეს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, ექსპედიციის ფარგლებში, ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთებიდან ლობიოს, სიმინდის, ხორბლის, ქერის, ფეტვის, ცერცვის, ბარდის და კარტოფილის ძველი, ადგილობრივი ჯიშის ნიმუშები შეგროვდა. მათივე ინფორმაციით, კარტოფილის ნიმუშები, ცენტრის მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის ლაბორატორიას შემდგომი კვლევისა და კონსერვაციისთვის გადაეცა, ხოლო მარცვლეულის თესლის ნიმუშები, შესაბამისი დამუშავების შემდეგ, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში შეინახება. ექსპედიცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დაფინანსებული პროექტის „კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული ტრადიციული ჯიშების შენარჩუნება ფერმერულ მეურნეობებში და in-situ/on farm და ex-situ კავშირის გაძლიერება“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში სამიზნე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა, მცენარეთა გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრება, საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი და უცხოურ გენბაკებში განთავსებული სამიზნე კულტურების გენეტიკური რესურსების დაბრუნება და, გენეტიკური რესურსების შეგროვების მიზნით, ექსპედიციების მოწყობაა. „ექსპედიციის დროს, გვაქვს ძალიან საინტერესო შეხვედრები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ძველ, უნიკალურ ჯიშებზე, მათ სამკურნალო თვისებებსა და ტრადიციებზე ინფორმაციებს გვიზიარებენ“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების სერტიფიცირების დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსმა, თამარ ჯინჯიხაძემ. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ნიმუშების შეგროვება 4 წლის განმავლობაში საქართველოს 8 რეგიონში განხორციელდება.
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)