|
2024-06-16 16:53:37, 614 ნახვა
ომი უკრაინაში
მელონი - „მშვიდობა“ არ ნიშნავს კაპიტულაციას, როგორც ამას პუტინი გვთავაზობს
"მშვიდობა" არ ნიშნავს კაპიტულაციას, როგორც ამას პრეზიდენტი პუტინი თავის ბოლო განცხადებებში გვთავაზობს,- ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა. როგორც მელონიმ შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "უკრაინის დაცვა ნიშნავს წესების იმ სისტემის დაცვას, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო საზოგადოებას და ყველა ერს იცავს". "ძვირფასო კოლეგებო, "მშვიდობა" არ ნიშნავს კაპიტულაციას, როგორც ამას პრეზიდენტი პუტინი თავის ბოლო განცხადებებში გვთავაზობს. მშვიდობის ცნების აღრევა დამორჩილებასთან სახიფათო პრეცედენტს შექმნის ყველასთვის... ჩვენ უნდა შევუერთდეთ ყველა შესაძლო ძალისხმევას, რათა დავეხმაროთ უკრაინას. ძვირფასო ვოლოდიმირ, მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა უკრაინის მშვიდობიანი, თავისუფალი მომავალი რეალობად იქცეს",- განაცხადა მელონიმ სიტყვით გამოსვლისას. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რამდენიმე დღის წინ, უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობები დაასახელა. როგორც პუტინმა განაცხადა, ამისთვის საჭიროა, უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა რეგიონიდან ჯარი გაიყვანოს და ასევე, ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)