|
2024-06-14 17:30:09, 616 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს შეხვდა [ვიდეო]
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის სამიტის“ ფარგლებში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება რუსეთის აგრესიის შედეგებსა და უკრაინაში „მშვიდობის ფორმულაზე" გამახვილდა. „ჩვენ განვიხილეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგები, რუსული საჰაერო ტერორი და რთული ვითარება ენერგეტიკულ სექტორში. ასევე, ვისაუბრეთ მშვიდობის ფორმულაზე, წმინდა საყდრის როლზე უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებაში, მოლოდინებზე, გლობალურ სამშვიდობო სამიტზე“, - წერს ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა აფასებს ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო სამიტში და განსაკუთრებით კი, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში შეტანილ წვლილს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)