13:04 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 17:56:36, 413 ნახვა

საზოგადოება
მერია - გლდანის I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი მოეწყო. სამუშაოები 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - დაითესა ბალახი და დაირგო ხე მცენარეები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

"აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 575 421 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მატან კაჰანა ისრაელის ქნესეთის სპიკერი გახდა
ღამით დასახლებულ პუნქტებში ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი გაიზარდა
პუტინისა და სი ძინპინის მოლაპარაკებები ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა
პიტ ჰეგსეთის მოადგილემ გააკრიტიკა უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გამო და მოუწოდა ფრონტზე ფოკუსირებისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics