|
2024-06-11 13:26:38, 390 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საქართველოში ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დენისა საკოვა, ფინანსთა მინისტრი ლადისლავ კამენიცკი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პიტერ კაჟიმირი, „ექსიმ ბანკის" გენერალურ დირექტორი რასტისცლავ პოდჰორეცი, სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მატუშ ბუშოვსკი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. "ლაშა ხუციშვილმა სლოვაკეთის დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხდა სლოვაკეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. მან დელეგაციის წევრებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები. თავის მხრივ სტუმრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პარტნიორობის დიდ პოტენციალს და გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ ძალისხმევა ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)