|
2024-06-11 12:46:30, 567 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ტრენინგების სერია გაიმართა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის, თბილისსა და ქუთაისში ტრენინგების სერია გაიმართა. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის ერთგვარი გამოწვევაა მოსწავლეთა ინტერესისა და ჩართულობის შენარჩუნება, განსაკუთრებით, მეოთხედან მეხუთე კლასში გადასვლისას. ამ დროს მნიშვნელოვანია საგნისადმი განსხვავებული, კრეატიული მიდგომა, სწავლების ეფექტური სტრატეგიები, რომელიც სასწავლო პროცესს უფრო თანამედროვეს, მიმზიდველსა და საინტერესოს გახდის. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა ტრენინგების სერიას კოტე იანტბელიძე, კრეატივის სკოლის დამფუძნებელი გაუძღვა და ძირითადი აქცენტი ახალ, კრეატიულ სტრატეგიებზე საუბარს დაეთმო, რომლებიც ეხმარება ტრადიციული საგნების განსხვავებული, მეტად შემოქმედებითი მიდგომით სწავლაში. „ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული USAID-ის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში და ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა. საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას, სწავლების პროცესში მათ მაქსიმალურ ჩართულობასა და განსხვავებულ მიდგომას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობის ცნობიერების ამაღლებისა და განათლების გაღრმავების მიმართულებით“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)