|
2016-02-12 17:08:24, 646 ნახვა
სამართალი
მთავარ პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა
საქართველოს მთავარ პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინურ საკითხთა განმხილველი საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს რვა პროკურორი წევრი, ქ. თბილისის პროკურორი, გენერალური ინსპექციის უფროსი, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს და სამუშაო ჯგუფი შექმნეს. ასევე, განიხილეს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის დასკვნა პროკურატურის 5 თანამშრომლის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ და თითოეულ მათგანზე მთავარ პროკურორს რეკომენდაციები წარუდგინეს. საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან ერთად, საბჭოს წევრებმა საქართველოს პროკურატურაში ვაკანტურ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი კანდიდატების შესახებ იმსჯელეს და მთავარ პროკურორს დასახელებულ პირებზე დადებითი რეკომენდაციები წარუდგინეს. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთავარი პროკურორის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება წარდგენილი კანდიდატების დაწინაურების შესახებ. ვაკანტურ თანამდებობაზე დაწინაურების და დისციპლინური სახდელის დადების შესახებ საკითხების განხილვაში ასევე მონაწილეობა მიიღეს წარმოდგენილი პირების უშუალო ხელმძღვანელებმა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭო საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით შეიქმნა და მის მიზანს პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის კიდევ უფრო გამჭირვალედ წარმართვა და უწყებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების კოლეგიალური წესით განხილვა წარმოადგენს.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)