13:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-04 17:23:36, 335 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ზღვარი აღარ დარჩა, მათ ერთი სისტემა აქვთ

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების განწყობა მათი ქმედებებისა და განცხადებების შესაბამისია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც სამოქალაქო საზოგადოების ინდექსს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე დაქვეითდა.

თბილისის მერის განმარტებით, საქართველოს მოსახლეობაში არასამთავრობო სექტორი არაპოპულარულია.

„ამ ქვეყანაში თუ რომელიმე ინსტიტუცია არაპოპულარულია, ეს არასამთავრობო ორგანიზაციებია, თავიანთი ქმედებებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე. ზღვარი აღარ დარჩა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. მათ ერთი სისტემა აქვთ, რადიკალები არიან. ერთს აქვს კონკრეტული ფუნქცია, რომელსაც პოლიტიკური პარტია ჰქვია, მეორესაც იგივე ფუნქცია აქვს, სხვა სახელით. საზოგადოების განწყობა მათ მიმართ შესაბამისია“,- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics