13:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-04 16:37:11, 369 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მიმდინარე წლის 10 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტზე, საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტს ვიზიტზე უარი საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის შესაბამისად ეთქვა.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს უარი ეთქვას 2024 წლის 10 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით ლიეტუვის რესპუბლიკაში, ქალაქ ვილნიუსში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებულ 2024 წლის 27 მარტის № 2183 წერილით წარმოდგენილ წინადადებაზე“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics