|
2024-03-27 23:56:26, 904 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - სტრასბურგი უდასტურებს ქართულ სასამართლოს, რომ იქ ხარვეზები პრაქტიკულად არ არსებობს
შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენი კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ. რუსთავი 2 -ის საქმეზე 2 წლიანი ნეგატიური კამპანია იყო სასამართლოს წინააღმდეგ, სტრასბურგში ითქვა, რომ სახელმწიფო მართალია, ანუ სასამართლო ორი წლის განმავლობაში აზიანეს ტყუილი ნარატივით. გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, ტყუილი ნარატივი აღმოჩნდა, როცა განსახილველადაც არ მიიღო სტრასბურგმა, დადასტურდა, რომ ტყუილი იყოს ეს ყველაფერი, მათ შორის პრეზიდენტის მიერ, ახლა უკვე ეგრეთ წოდებულს რომ ვუწოდებთ სავსებით სამართლიანად, მისი შეწყალებაც ამ ნარატივის ნაწილი იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა. მდინარაძის თქმით, ყოველ მომდევნო ჯერზე სტრასბურგი ადასტურებს, რომ ქართული სასამართლო არის პირნათელი ყველა საქმის და თავისი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე. „სტრასბურგი უდასტურებს ქართულ სასამართლოს, რომ იქ ხარვეზები პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ იქ არის კლანი, იქ ხდება უბედურება. სინამდვილეში ობიექტური გადაწყვეტილება, ფაქტები, მტკიცებულება და სტრასბურგიც ამას ადასტურებს, რომ იქ ყველაფერი წესრიგშია. გამოკითხვები ადასტურებს, რომ სასამართლო წინ არის რამდენიმე ათეული პუნქტით, ყოველ ჯერზე ახალი კვლევა და დასკვნა იდება და რეიტინგებიც მიდის წინ და წინ. ანუ ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც სასამართლო მიდის წინ, დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება და გეუბნებიან გინდა თუ არა ახლა უნდა შეამოწმოს უცხოელმა ექსპერტმა, იმ უცხოელ ექსპერტებში ვიღაცებმა რაღაცები დაალაგონ თავისი პატრონების და მეგობრების მეშვეობით და ამ ქართულ სასამართლოში გაიგე მერე შენ კეთილსინდისიერად ამოწმებენ თუ ვიღაცებს სახლში არაკეთილსინდისიერად უშვებენ, რომ სასამართლოს ბერკეტი ჩაიგდონ ხელში. რა გამოდის იცით? თუ მოგვცემთ სასამართლოს კაი ბიჭები და გოგოები იქნებით და თუ არ მოგვცემთ სასამართლოს ცუდი ბიჭები და გოგოები იქნებით. არ ვარგა ასეთი დამოკიდებულება“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)