|
2024-03-26 17:57:53, 731 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა „აგროჰაბის“ ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში „აგროჰაბის" ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კომპანიის დამფუძნებლებს და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დედაქალაქისთვის ახალი და რაც მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხის სტანდარტებით მომუშავე ობიექტის შემატება. „მართლაც სასიხარულო დღეა თბილისითვის - ახალი, ძალიან საინტერესო და მინდა ვთქვა, არქიტექტურულადაც გამორჩეული, ლამაზი ობიექტი შეემატა ჩვენს ქალაქს. „აგროჰაბი" მგონი ყველა მომხმარებლისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან საყვარელი დანიშნულების ადგილია, გამორჩეული იმით, რომ ძირითადად ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების წახალისებას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. „აგროჰაბის" რიგით მეხუთე ფილიალი თბილისში ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე გაიხსნა, ეს არის თანამედროვე, 4-სართულიანი მულტიფუნქციური სივრცე. როგორც კომპანიის ხელმძღვანელთა მხრიდან აღინიშნა, ისევე როგორც სხვა უკვე მოქმედი ობიექტების, ახალი ფილიალის ძირითადი კონცეფციაც მომხმარებელთა ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებით მომარაგებას და მაღალი ხარისხის სერვისს გულისხმობს. ფილიალები „აგროჰაბის" წარმოების პროდუქტებით მარაგდება ცენტრალური საწარმოდან, რომელიც 2023 წელს 3000 კვ. მ ფართობზე აშენდა. აღსანიშნავია, რომ „აგროჰაბში" ამჟამად 2000-მდე ადამიანია დასაქმებული, ახალი ფილიალის დამატებით კი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. „აგროჰაბი" თვითონ მნიშვნელოვან საწარმოო კომპლექსზეა დაფუძნებული და წარმატების დიდი ნაწილიც ზუსტად ამით არის განპირობებული, რომ ხარისხიანი, მაღალი დონის ქართული პროდუქცია კომპანიამ მომხმარებლამდე მაქსიმალურად ეფექტიანად და კომფორტულად მიიტანოს, რასაც დიდი წარმატებით ახერხებთ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. „აგროჰაბი" ახლო მომავალში კიდევ აპირებს საქმიანობის გაფართოებას - კომპანია წელს რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს თბილისსა და ქუთაისში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)