|
2024-03-22 16:11:12, 661 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - როდესაც მოქალაქეები ემიგრაციაში გარბიან, ხელისუფლება მათ ხმის მიცემის უფლების რეალიზების შესაძლებლობაზე უარს ეუბნება
მაშინ, როდესაც უკიდურეს სიღარიბეს, უმუშევრობასა და გაზრდილ ფასებს ასიათასობით საქართველოს მოქალაქე იძულებით ემიგრაციაში გაურბის, ხელისუფლება მათ უარს ეუბნება ხმის მიცემის უფლების რეალიზების შესაძლებლობაზე,- ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობოს" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს. ბოკუჩავამ ყურადღება საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხზე გაამახვილა. „ბატონო ილია, თქვენ ცრუობთ, როდესაც ამბობთ, რომ სისტემა არ ითხოვს საცხოვრებელი მისამართის მითითებას. ელექტრონული სისტემა სწორედ, რომ ითხოვს საცხოვრებელი ადგილის მითითებას. ასევე, გართულებულია ფოტოსურათის ატვირთვის პროცედურა, რომელიც კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია იძულებით, ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისთვის, რომ საკონსულო აღრიცხვაზე ავიდნენ და ხმა მისცენ არჩევნებში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მისი თქმით, ადამიანები საზღვარგარეთ არა სამოგზაუროდ, არამედ, ფასების ზრდის და უმუშევრობის, სიღარიბის და უპერსპექტივობის გამო არიან წასული. „როდესაც ჩვენ იძულებით ემიგრაციაში მყოფ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ეს ადამიანები უხილავი არიან ივანიშვილისთვის და მისი პარტიის წარმომადგენლებისთვის. მათთვის უხილავი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათი პრობლემებით და უპერსპექტივობით. არადა ესენი არიან რეალური ადამიანები, რეალური ისტორიებით, რომლებიც გარბიან იმისთვის, რომ საქართველოში დარჩენილი ოჯახები შეინახონ", - თქვა ბოკუჩავამ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)