09:24 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 21:22:33, 609 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა დაასრულა. ვახტანგ გომელაურმა გასულ წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ყურადღება გაამახვილა კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობასა და სამინისტროს თანამშრომლების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის წევრებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. დასკვნით სიტყვაში, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო დეპუტატებო, ძვირფასო ოპოზიცია. ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო და მადლობა მინდა გითხრათ ყველას. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ყველა პოლიციელს, მათ ოჯახებს, მე ვიცი რა არის იყო და გყავდეს ოჯახის წევრი პოლიციელი. ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics