|
2024-03-07 15:42:24, 955 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - როდესაც ადეიშვილს ხვდებიან თანამდებობის პირები და შემდეგ ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების რეფორმაზე, ეს საჭიროებს განმარტებას
არის გარკვეული ცინიზმი იმ ფოტოებში, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, როდესაც ზურაბ ადეიშვილი, დიდი ალბათობით, მართლმსაჯულების საკითხებზე სასაუბროდ არის ბრიუსელის, ევროკავშირის დაწესებულებების სათათბირო ოთახებში, ევროკომისიის ოთახებში. ეს უკვე აღარ არის პარლამენტი, სადაც ცალკეულ პარლამენტარებზე ვისაუბრებდით და მათ თავისუფლებაზე, ესა თუ ის აზრი გამოთქვან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ელჩი ამ თემაზე განმარტებებს გააკეთებს. „სამწუხაროა და იმედი მაქვს, ევროკავშირის ელჩი გააკეთებს განმარტებას. ერთი, რომ ცნობილი იყო, თუ არა ვის ხვდებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები და მეორე, მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი გახდა, რას ეტყვიან ისინი ქართველ ხალხს და როგორ აპირებენ სამომავლოდ ამ მხრივ განმარტებები გააკეთონ ქართველი ხალხის მიმართ. მე ყველას შევახსენებ, ვინ არის ზურაბ ადეიშვილი. ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდადებულია ხუთ დანაშაულზე, რომლებიც არის წამების კატეგორიიდან დაწყებული, ბიზნესის რეკეტით დამთავრებული. დღეს, ზურაბ ადეიშვილის დროინდელი სასჯელის შეკრებითობის პრინციპი რომ კვლავ ძალაში იყოს, ჯამში 18 წელი ექნებოდა მოსახდელი ქართულ ციხეში. ეს ადამიანი არის შემოქმედი ადამიანების წამების სისტემის, ბიზნესის რეკეტის სისტემის შექმნისა. ეს ადამიანი არის განსახიერება ყველაფრისა, რაც არის ანტიევროპული, ანტიჰუმანური. როდესაც ასეთ ადამიანის ასეთი პატივით სხვადასხვა სათათბირო ოთახში, სხვადასხვა თანამდებობის პირები ხვდებიან და შემდეგ იმავე ოთახებში, იგივე თანამდებობის პირები ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების რეფორმაზე, „ვეტინგზე“, ადამიანის უფლებებზე, მგონი, ეს საჭიროებს განმარტებას, რომ შემდეგ მათი სიტყვები ჩვენ სერიოზულად აღვიქვათ",- ამბობს პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)