|
2024-03-05 15:51:02, 803 ნახვა
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი რომან გოცირიძეს - თქვენს დროს დააძვრეს ნახევარ საქართველოს კბილები - რომ ყელყელაობთ, ფასებზე მესაუბრებით და თურმე რომ დარდობთ, დარდშიც ფლიდები ხართ
2010 წლის 17 დეკემბერს მიიღეთ ცვლილება „საქონლის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ კანონში, ორი სასაკლაო შექმენით და რა თქმა უნდა, ის ორივე სასაკლაო თქვენთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო შეზრდილი. შექმენით ხელოვნური მანიპულაციების მეშვეობით მონოპოლიური ფასები, ერთ კვირაში 8 ლარით გააძვირეთ ხორცის ფასი. ახლა გამობრძანდნენ თქვენი ყოფილი თუ ამჟამინდელი კოლეგები - ვინ სად ხართ, ისე ხართ გადაზელილი, ერთმანეთში გაარკვიეთ - და აქ ფასები აფრიალეს, რომ თურმე 2012 წელს, 11 ლარი ღირდა ხორცი, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომან გოცირიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ცაგარეიშვილის განცხადებით, "სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შემოიღო მონოპოლიური ფასები ხორცზე, რაც შეეხება ზოგადად, ფასებზე აქცენტის გაკეთებას, მისი თქმით, ეს პიარის სპეციალისტების მიერ დაგეგმილი კამპანიაა". "ქალბატონმა თამარმა [ჩარკვიანი] თქვა, ბოდიშს მოვიხდი თუ ტყუილიაო. სად წაბრძანდა ეს ქალბატონი, ბოდიში არ გაქვთ მოსახდელი ორივეს? თქვენ მაინც მოიხადეთ მის მაგივრად ბოდიში, რომ თქვენ გააკეთეთ ეს ყველაფერი. თქვენ შემოიღეთ ხალხის ზურგს უკან მონოპოლიური ფასი ხორცზე და არამხოლოდ. რაც შეეხება ჯანდაცვას, ამ თემებს ზოგადად - ეს რომ თქვენი „პიარშიკების“ დაგეგმილი კამპანია არის და შემოგასაღეს ამ ფასებზე საუბარი, ეს მგონი, ნათელია." - აღნიშნა ცაგარეიშვილმა. მისივე თქმით, "სწორედ წინა ხელისუფლების დროს იყო განუხორციელებელი ჯანდაცვის პროგრამები. რაც შეეხება 2007-2009 წლებში ტენდერების მომგებ კომპანიებს, ყველა მათგანს მოუხდა ქონების გაყიდვა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება და ამის შემდეგ შეძლეს ციხიდან გამოსვლა". "ბატონო რომან, ძვირფასო, თქვენ დროს დააძვრეს ნახევარ საქართველოს კბილები და „ღიმილიანი საქართველო“ ასე დატოვეს გაღიმებული, თქვენს დროს დაიწყეს 100 საავადმყოფოს პროგრამა, რომელიც ჩამოგეშალათ და ორი საავადმყოფო ვერ გახსენით მაშინ. თქვენს დროს ტენდერები მოაგებინეს, 2007, 2008, 2009 წლებში სადაზღვევო კომპანიებს. მერე დაუარეთ ყველას, საპროცესო გარიგებები გაუფორმეთ და ყველანი დილეგებში ჩაყარეთ, აწამეთ, აწვალეთ ის ხალხი, დააყიდინეთ ყველაფერი და შემდეგ გამოუშვით ციხიდან. აი, ეს იყო თქვენი ჯანდაცვის ძვირფასი პროგრამა და პროექტი, განხორციელებული სააკაშვილისნაირი ავაზაკების მიერ და თქვენნაირი ხელის ბიჭების და ხელის გოგოების მიერ, აქ რომ ყელყელაობთ და ფასებზე მესაუბრებით და თურმე რომ დარდობთ. დარდშიც ფლიდები და ყალბები ხართ",- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



