|
2024-03-04 16:13:27, 766 ნახვა
პოლიტიკა
არძინბა - მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონივრულად იქცევა - ომი არავის სჭირდება
დროებით ოუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, რომ "საქართველოს ომი არ სჭირდება". არძინბას თქმით, ამის მიუხედავად, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, "საქართველო ამერიკელების მხარდაჭერით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე უარს ამბობს". "ჩვენ, აფხაზები, საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, რატომ არ აწერენ ხელს შეთანხმებას? საქართველოს ნამდვილად სურს ბრძოლა? ან ამერიკელებს უნდათ მეორე ფრონტის გაჩაღება? ჩვენ გვესმის, ასე თუ ისე, ინფორმაცია, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გაჩაღებას აპირებენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონივრულად იქცევა, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს იმიტომ, რომ დღეს, საკანონმდებლო ბაზის მიხედვით, აგრესია აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, არის აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს",- აცხადებს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)