|
2024-03-02 14:59:11, 567 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელი პარტია არ არსებობს
ე.წ. "კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ" გადაწყვიტა, მოახდინონ გაშლა, ეს კარგად აპრობირებული მეთოდი აქვთ. ეს ე.წ. ახალი ტაქტიკა მდგომარეობს შემდეგში: რამენაირად 20 პროცენტი გადაუწყვეტელი ან შუაში მყოფი ამომრჩეველი შეაცდინონ და წარმოაჩინონ, თითქოს ისინი არ წარმოადგენენ "ნაციონალურ მოძრაობას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მან განმარტა,"რეალურად, არ არსებობს დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია და ყველა მათგანი კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს". "სინამდვილეში ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ჩვენი ხალხი, საზოგადოება ამას, რა თქმა უნდა, არ მიიღებს. ერთი რამ მინდა ვთქვა ხაზგასმით, რომ რეალურად, არ არსებობს არც ერთი "ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებელი პარტია, იქნება ეს "ლელო-ნაციონალები", "გირჩი- ნაციონალები" თუ სხვა. ეს არის ერთიანი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელთა მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს არჩევნები ძლიერად და დამაჯერებლად მოვიგოთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)