05:03 - 28 Jun, 2026
|
2024-02-25 12:31:28, 913 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო - აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული - შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღეს ეხმაურება. საელჩო ოკუპაციის 103-წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. "ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა. აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული. საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა",- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა - წელს ამ თარიღიდან 103 წელი გავიდა. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)