|
2024-02-23 14:31:49, 679 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება
მთავრობაში არავითარი ცვლილებები არ იგეგმება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა სამთავრობო ცვლილებებთან და კონკრეტულად, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით აღნიშნა, მსგავსი ტიპის თემებზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს. "არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. ბატონი ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა მან საქართველოს ინტერესები ამ [ბრიუსელში] ვიზიტის ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა მას მადლობა გადავუხადო. კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ არავითარი ცვლილებები მთავრობაში, პერსონალური ცვლილებები არ იგეგმება. გეგმაში ასეთი რამ არ არის და ერთ წელიწადში, ორში თუ სამში რამე ცვლილება მოხდება, არ არის მარტო ჩვენზე დამოკიდებული. არავითარი კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ წარმოებს. ეს არის ის, რაც ძალიან მკიაფიოდ შემიძლია გითხრათ",- თქვა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)