06:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 22:40:33, 726 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - გაფართოება სიძლიერისა და გამძლეობის თვალსაზრისით, ისეთივე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როგორც ჩვენთვის

პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მომუშავე ევროპის წამყვან მკვლევარებს და ადგილობრივი კვლევითი ცენტრების ექსპერტებს  უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში Horizon Europe-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაფართოება სიძლიერისა და გამძლეობის თვალსაზრისით, ისეთივე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როგორც საქართველოსთვის.

"მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა თქვენს ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ძალიან დროულია, რადგან დღეს ეს მნიშვნელოვანი საკითხია - როგორ, რისთვის და რას მისცემს ეს გაფართოება ევროპას იმ დროს, როცა მზარდი გამოწვევებია ყველა მხრიდან.

ახლახანს გერმანიაში - მიუნხენსა და ბერლინში ვიყავი და რა თქმა უნდა, ეს საკითხი განხილვის ერთ-ერთი თემა იყო. პანელი, რომელშიც ვმონაწილეობდი, ძალიან საინტერესო იყო, რადგან ერთი მხრივ, ევროკავშირის წევრები განიხილავდნენ, უნდა გამოეყენებინათ თუ არა ვეტოს უფლება გაფართოების პროცესის თითოეულ თავზე და ვეტოს ეს უფლება უნდა ჰქონოდა ყველას, თუ ზოგიერთს. მე უკრაინის ვიცე - პრემიერის გვერდით ვიჯექი და ერთმანეთს ვუყურებდით - ჩვენთვის ეს საკითხი უფრო ეგზისტენციალურია, ვიდრე ვეტოს საკითხი, რომელიც მესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ევროკავშირის კულტურის ნაწილია", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics