15:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 13:48:32, 906 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - ვულოცავ კობახიძეს და მის გუნდს - მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს.

როგორც ბორელი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ელის. 

"ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს.

მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ, ევროკავშირის გზაზე წინსვლის ეტაპზე",- წერს ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ, 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ასევე, სამთავრობო პროგრამას "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" ნდობა გამოუცხადა. კანონმდებლებმა გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე 1-ელ თებერვალს, პარტიის რიგით მე-8 ყრილობაზე ოფიციალურად წარადგინა. 

მმართველი პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა, რომელიც თავის მხრივ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics