15:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 11:35:34, 968 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი გვარამიაზე - შეიძლება ფორმალურად დასცილდეს სააკაშვილს, მაგრამ ვერ გაექცევა წარსულს, რომელიც მისი მონაწილეობით ხორციელდებოდა

ის, რომ გვარამიამ გადაწყვიტა, ეს ინტელექტუალური ნაწილი მოიზიდოს და შექმნას დამატებითი პლატფორმა, აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ იგი სადღაც შორს წავიდა იმ ორბიტიდან, რასაც "ნაცმოძრაობის" ორბიტა ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ნიკა გვარამია შეიძლება დასცილდეს სააკაშვილს, "მაგრამ ვერანაირად ვერ გაექცევა იმ სისხლიან წარსულს, რომელიც მისი მონაწილეობით ხორციელდებოდა".

"კოლექტიური ნაცმოძრაობა" - ასეთი სწორი ტერმინი იყო ჩვენ მიერ გამოყენებული, ახლა კი რეალურად სახეს და აშკარა კონტურებს იძენს. ასე რომ, ნიკა გვარამია შეიძლება დასცილდეს სააკაშვილს, შეიძლება გააკრიტიკოს სააკაშვილი, დააბრალოს დემენცია, რომელიც მას არასდროს არ სჭირდა, მაგრამ ვერანაირად ვერ გაექცევა იმ სისხლიან წარსულს, რომელიც მისი მონაწილეობით ხორციელდებოდა", - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics