19:10 - 28 Jun, 2026
|
2024-02-01 17:02:08, 792 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე - ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა
ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის მიერ უკრაინის დახმარებისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, აღნიშნული შეთანხმება ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას აჩვენებს. "ეს შეთანხმება აჩვენებს ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობასა და სიმტკიცეს. ჩვენ, ქართველები დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და ჩვენმა განუყოფელმა უსაფრთხოებამ დღეს დიდი ნაბიჯი გადადგა წინ", - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. ცნობისთვის, ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)