20:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-31 15:24:34, 673 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა ზურაბიშვილზე - თუ უნდა შეცდომები მივუტევოთ, ბოდიში მოიხადოს და ვეტყვი - ჯიგარი ხარ, ქალბატონო პრეზიდენტო

პრეზიდენტს ვკითხავდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს?! - უნდა აღიაროს, თუ უნდა, რომ მივუტევოთ და მზად ვარ, ვუთხრა - ჯიგარი ხარ, ქალბატონო პრეზიდენტო, ფრანგულადაც გადავუხდი მადლობას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ბოდიშის მოხდა ცუდი ტონი არ არის.

"კითხვას დავუსვამდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს, რასაც ადგილი ჰქონდა?! ნანობს თუ არა, რომ რადიკალებს შეეკრა?! ველოდები, რომ გამოვა და იტყვის - მე ვიყავი შეცდომაში შეყვანილი, მადლობას გიხდით მთავრობას და პარლამენტს სტატუსის დამსახურებულად მოპოვებისთვის და მე მეტს აღარ გავაკეთებ. ეს მოლოდინი მაქვს, თუ ღირსება შერჩენია, ბოდიშის მოხდა არ არის ცუდი ტონი. როცა დარწმუნდები, რომ შეცდომა დაუშვი და პარლამენტს სადაც სხვათაშორის, თვითონაც მუშაობდა „ფსევდორეფორმებს“ ეძახდა, ამ „ფსევდორეფორმებით“ და შესრულებული პუნქტებით დამსახურებულად და ერთხმად მოგვანიჭა ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ სტატუსი. მით უმეტეს, რეიტინგებით, რაც გამოქვეყნდა, ევროკავშირის 7 სახელმწიფოს, ნატოს 9 სახელმწიფოს ვუსწრებთ. ეს მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და ეს უნდა აღიაროს ქალბატონმა პრეზიდენტმა, თუ უნდა მივუტევოთ ის შეცდომები და ვთქვათ, რომ რა მოხდა მერე, ვის არ ეშლება?! მე პირადად მზად ვარ, ვუთხრა - ჯიგარი ხარ ქალბატონო პრეზიდენტო-თქო. ფრანგულადაც ვეტყვი - მადლობას გადავუხდი", - განაცხადა ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics