18:13 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-13 10:05:28, 768 ნახვა

მსოფლიო
BBC - აშშ-მა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, იერიში „ტომაჰავკის” ტიპის ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა, რომლებიც წითელ ზღვაში დისლოცირებული სამხედრო გემიდან გაუშვეს.

პენტაგონის განცხადებით, დარტყმა გუშინდელი იერიშების გაგრძელება იყო, რაც მიზნად ისახავს, მოუსპოს შესაძლებლობა იემენელ „ჰუსიტებს“, თავდასხმები მოაწყოს წითელ ზღვაში მცურავ კომერციულ გემებზე.

ამასთან, თავად „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ აშშ-მა რამდენიმე იერიში მიიტანა იემენის დედაქალაქ სანაზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით ამერიკელმა სამხედროებმა იემენში დარტყმები მისი ბრძანებით მიიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics