19:33 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-09 16:46:39, 945 ნახვა

მსოფლიო
შოიგუ - გასული წლის განმავლობაში, უკრაინამ 215 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

გასული წლის განმავლობაში, მტერმა 215 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 28 000 საბრძოლო იარაღი დაკარგა, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

შოიგუს თქმით, უკრაინის ჯარები რესურსების ამოწურვას განიცდიან და ბრძოლის ველზე "არანაირი შედეგი არ აქვთ".

"რუსული ჯარები მეთოდურად ამცირებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს. გასული წლის განმავლობაში, მტერმა 215 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 28 000 საბრძოლო იარაღი დაკარგა. 

რუსი სამხედროები სტრატეგიულ ინიციატივას ფრონტის მთელ ხაზზე ინარჩუნებენ. ამავდროულად, უკრაინის ჯარები რესურსების ამოწურვას განიცდიან და ბრძოლის ველზე არანაირი შედეგი არ აქვთ", - განაცხადა შოიგუმ.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 365 990-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics