20:21 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-04 15:29:44, 1077 ნახვა

მსოფლიო
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 80-ს გადააჭარბა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად გზები და საკომუნიკაცი სისტემები განადგურდა, ხოლო დაზარალებული ტერიტორიების დისტანციური მდებარეობა ართულებს სამაშველო სამუშაოებს. 

გამოცემის ცნობითე, მოქალაქეების ნაწილის ნანგრევებიდან ამოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.  

"ჩვენ მთელ ძალისხმევას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ ამ საღამომდე, როცა კატასტროფიდან 72 საათი გავა", - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ.

შეგახსენებთ, რომ 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე 1-ელ იანვარს მოხდა, რის შედეგადაც განადგურდა სახლები, დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოწყვიტა ტერიტორიის ნაწილი საჭირო დახმარებას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics