|
2024-01-04 13:38:13, 2027 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი - როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს, ისე ვერ მისცემ სალომე ზურაბიშვილს ტრიბუნას
როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს, რადგან რაღაც უბედურებას დამართებს სახლსაც და თავის თავსაც, ისე არ შეიძლება ტრიბუნა მისცე სალომე ზურაბიშვილს, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, "არ აქვთ იმის რესურსი, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს ხელი შეუწყონ". "როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს, რადგან რაღაც უბედურებას დამართებს სახლსაც და თავის თავსაც, ისე არ შეიძლება ტრიბუნა მისცე სალომე ზურაბიშვილს, რადგან რამდენჯერაც ტრიბუნასთან დადგა, იმდენი რაღაც უბედურებები უთხრა საზოგადოებას. როცა გამოდის, ან უნდა აგინოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ან შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს საზოგადოებას, თავისივე ამომრჩეველს, სხვანაირად არ შეუძლია ამ ადამიანს. ჩვენ სად გვაქვს იმის რესურსი, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს თავად შევუწყოთ ხელი იმაში, რომ ასანთი მივცეთ, აანთოს და თავის თავსაც უბედურება დამართოს და ქვეყანასაც", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



