03:47 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-30 14:42:24, 1090 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი - რეალურად სანქცირებული ვარ, მაგრამ კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს

რეალურად სანქცირებული ვარ და ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრებს, რომ დაასანქცირეთო, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, სანქცირებულია "დე ფაქტო ყველაზე უხეში მეთოდებით და ყველაზე უხეში გზებით, ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით".

"ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე სანქცირებული ვარ. რომ გაგიხარდეთ, ვისაც გიხარიათ, მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო ყველაზე უხეში მეთოდებით და ყველაზე უხეში გზებით, ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით.  რაც დაიწყო უკრაინის ომი, იქიდან ერთ თვეში რეალურად ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ. რეალურად სანქცირებული ვარ და ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრებს, რომ დაასანქცირეთო.

ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაში დავბრუნდი, რადგან ქვეყანას დავეხმარო", - განაცხადა ივანიშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics