|
2023-12-20 13:01:29, 671 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე - 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ
მე მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოს სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. "მე მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ყველამ კარგად იცით, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ჩვენ ეს სტატუსი არ მიგვეღო. ისინი მიდიოდნენ პროვოკაციებზე მუდმივად, არ უნდოდათ ხელმოწერა ამ დოკუმენტის. უკრაინამ პრაქტიკულად აიძულა ეს იმიტომ, რომ უკრაინამ მოახდინა ინიცირება, რომ ეს ხელშეკრულება და თხოვნა შეეტანათ და გაიხსენეთ როგორ იყო - "რუსული აგენტების" კანონი შემოაგდეს, რომელიც პრაქტიკულად კეტავდა ჩვენ გზას ევროკავშირში და ისევ ქართველმა ხალხმა მარტის აქციებზე აიძულა მისი უკან გახმობა და გაუხსნა გზა ევროკავშირში ჩვენ ხალხს", - განაცხადა სააკაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)