|
2023-12-19 15:58:33, 741 ნახვა
პოლიტიკა
წიწავა - ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი აქვს - მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ ქვეყანა „ნაცმოძრაობის“ ავტორიტარული რეჟიმისგან იხსნა
ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი აქვს და ეს არახალია. წლების განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მან და მისმა ოჯახმა ქველმოქმედებას მოახმარა. 2012 წელს, მიუხედავად მაღალი რისკისა, მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ ქვეყანა იხსნა „ნაცმოძრაობის" ავტორიტარული რეჟიმისგან და გადაიყვანა დემოკრატიულ, თავისუფალ და განვითარებაზე ორიენტირებულ მმართველობაზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, "ბიძინა ივანიშვილის სწორმა პოლიტიკამ და მწყობრმა ნაბიჯებმა, სისტემური რეფორმები განაპირობა და ინსტიტუციები გააძლიერა. რაც შეეხება "ქართული ოცნების" გუნდს, რომლის მთავარი საფიქრალი მშვიდობა და კეთილდღეობაა, კანდიდატის სტატუსი მათ რეიტინგს კიდევ უფრო აწევს". "ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი აქვს და ეს არახალია. წლების განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მან და მისმა ოჯახმა ქველმოქმედებას მოახმარა. 2012 წელს, მიუხედავად მაღალი რისკისა, მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ ქვეყანა იხსნა „ნაცმოძრაობის" ავტორიტარული რეჟიმისგან და გადაიყვანა დემოკრატიულ, თავისუფალ და განვითარებაზე ორიენტირებულ მმართველობაზე. 2012 წელს, "ქართულ ოცნებას" მძიმე რეალობა დახვდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულმა ქვეყნის განვითარების სწორმა პოლიტიკამ და მწყობრმა ნაბიჯებმა განაპირობა სისტემური რეფორმები და ინსტიტუციების გაძლიერება. დღეს კი, "ქართული ოცნების“ გუნდის მთავარი საფიქრალი - მშვიდობა, ქვეყნის წინსვლა და ხალხის კეთილდღეობაა. ბოლო კვლევებით "ქართულ ოცნებას“ 55% მეტი უჭერს მხარს - კანდიდატის სტატუსი კი ამ რეიტინგს არა თუ განამტკიცებს, ვფიქრობ საგრძნობლად აწევ",- წერს გრეტა წიწავა "ფეისბუქის" გვერდზე.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



