|
2023-12-15 10:43:08, 743 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ევროპელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ საქართველო იმსახურებს ღირსეულ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში
ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამოგვიწოდეს ხელი და გვითხრეს, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელიც იმსახურებს ღირსეულ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ დედაქალის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. კალაძის თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იმ რეფორმების დამსახურებაა, რაც მმართველმა გუნდმა გასწია. „ვულოცავ საქართველოს. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამოგვიწოდეს ხელი და გვითხრეს, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელიც იმსახურებს ღირსეულ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში. საქართველომ ისტორიული არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა. დღეს კი გვაქვს შედეგი, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების, საქართველოს მოსახლეობის, ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგია. ეს არის იმ რეფორმების დამსახურება, რაც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა გასწია. პარტია „ქართული ოცნების“ დაპირება შესრულებულია - ჩვენი ქვეყანა არასდროს მდგარა ასე მტკიცედ ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა კალაძემ. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აღნიშნულ პროცესში იყო ჩართული. „მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც ჩართული იყო რეფორმების განხორციელების მნიშვნელოვან პროცესში. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას. მადლობა ევროპულ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რამაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დააყენოს საქართველო ევროპული მომავლის რელსებზე“, - დასძინა თბილისის მერმა. შეგახსენებთ, გუშინ, 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)